ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ქართველებს მხოლოდ მე არ ვუყვარვარ, ნეაპოლიც შეუყვარდათ“ - ხვიჩა სეზონს აფასებს

„ნაპოლის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს სეზონის დასრულებისა და ტურნირის MVP-ის ჯილდოს ჩაბარების შემდეგ ემოციები ცნობილ იტალიურ ტელევიზია DAZN-ს გაუზიარა.

რა თქვა ხვიჩამ:

პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თანაგუნდელებს. ამ ჯილდოს მხოლოდ მე არ ვიმსახურებ. მათ გარეშე ამას ვერასდროს მოვიგებდი. ისინი მაძლევდნენ თავდაჯერებულობას, რომ გუნდს მაქსიმალურად მოვრგებოდი.

სეზონის საუკეთესო ეპიზოდი? „უდინეზესთან“, როდესაც სკუდეტოს მოგება გავინაღდეთ. მთელი სეზონის განმავლობაში ბევრი დაუვიწყარი სურათი ვნახე, მაგრამ ეს მომენტი იყო პირველი, რამაც დიდი კმაყოფილების გრძნობა გამოიწვია.

ვარ თუ არა ლიდერი? ამ გუნდს ბევრი ლიდერი ჰყავს, დი ლორენცო, ოსიმენი, მარიო რუი... მე უბრალოდ იმას ვაკეთებ, რაც შემიძლია. არ ვიცი, ვარ თუ არა ლიდერი, უბრალოდ შეუჩერებლად უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება და წინსვლა.

ქართველი გულშემატკივარი? მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. თუმცა, ისინი მხოლოდ იმიტომ არ დამყვებიან ყველგან, რადგან ვუყვარვარ, მათ ყველაზე მეტად გუნდი და ქალაქი შეუყვარდათ. არ ვიცი, როგორ გადავუხადო მათ მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად იჩენენ ჩემს მიმართ.

შეგიძლიათ, მომავლის მიმართ ოპტიმისტურად იყოთ განწყობილნი, მე მიყვარს ნეაპოლი.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში სადებიუტო სეზონშივე მოახერხა 14 გოლის გატანა, 10 საგოლე გადაცემის შესრულება და სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სეზონი ბრწყინვალე სპექტაკლით დახურა“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს
„სეზონი ბრწყინვალე სპექტაკლით დახურა“ - ხვიჩას იტალიური მედია აფასებს