მერეტი: „ხვიჩა ვარჯიშიდან ვარჯიშამდე იზრდებოდა“
„ნაპოლის“ მეკარემ, ალექს მერეტმა DAZN-ის მიკროფონებთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და მას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მიულოცა.
რა თქვა მერეტმა კვარაზე:
კვარაცხელია ჩვენთან მოსვლის შემდეგ დროთა განმავლობაში გაიზარდა. პირველივე ვარჯიშიდან, ყოველ ჯერზე უფრო კარგად ახერხებდა კაცის მოტყუებას და გოლების გატანას. დროთა განმავლობაში ყველა მივხვდით როგორი ძლიერი ფეხბურთელიც იყო. მან სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული დამსახურებულად მოიგო.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია სეზონის MVP-სთვის განკუთვნილ ჯილდოს დღეს, „ნაპოლისა“ და „სამპდორიას“ მატჩის დაწყებამდე ჩაიბარებს. ქართველმა ფეხბურთელმა საკუთარი გუნდის მაისურით სერია A-ში 33 მატჩი ჩაატარა და 12 გოლთან ერთად, 10 საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.