მბაპე: პსჟ-ში მხოლოდ ფეხბურთისთვის ვარ, დანარჩენი ჩემი საქმე არაა
კილიან მბაპემ 2023 წლის ზაფხულში პსჟ-ს დატოვება გამორიცხა.
ჯერაც იყო საუბრები, რომ მბაპეს შეძენას „რეალი“ კვლავ შეეცდებოდა. ასევე მის მიმართ რამდენიმე ინგლისური კლუბიც ინტერესდებოდა.
თუმცა, ლიგა 1-ის დასკვნით ტურში „კლერმონთან“ მატჩის შემდეგ, მბაპემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ამომწურავი და ყველასათვის გასაგები პასუხი გასცა.
- რას ელით პსჟ-სგან მომავალ სეზონში?
„არაფერს. მე აქ მხოლოდ ფეხბურთის სათამაშოდ ვარ. კონტრაქტი უკვე მაქვს. მე აქ ფეხბურთისთვის ვარ. კლუბი აკეთებს იმას, რაც შეუძლია და ეს მაწყობს. დანარჩენი ჩემი საქმე არ არის“,
- თქვა მბაპემ.
24 წლის მბაპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 43 მატჩი ჩაატარა, 41 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.