აინტრახტი, ლაიპციგი
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - ლაიპციგი გერმანიის თასის გამარჯვებულია

გერმანიის თასის ფინალში ერთმანეთს „ლაიპციგი“ და ფრანკფურტის „აინტრახტი“ დაუპირისპირდნენ. გამარჯვება „რედ ბულის“ კლუბს დარჩა(2:0). „ლაიპციგმა“ გერმანიის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო.

გულშემატკივრებმა საკამოდ დაძაბული მატჩი იხილეს. უპირატესობას მარკო როზეს შეგირდები ფლობდნენ, რაც საბოლოო ანგარიშშიც აისახა. პირველმა ტაიმმა უშეღავათო ბრძოლაში ჩაიარა და 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევარშ, „ლაიპციგმა“ ზეწოლა გააძლიერა და 71-ე წუთზე ანგარიში ნკუნკუმ გახსნა. რა თქმა უნდა, ფრანკფურტელები შეტევაში გადავიდნენ და წონასწორობის აღდგენას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. პირიქით, 85-ე წუთზე შობოშლაიმ გაისროლა და საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - აზარი რეალიდან მიდის
ოფიციალურად - აზარი რეალიდან მიდის