არგენტინული მედია: მესის გადაბირებას ჩელსი და ნიუკასლი ცდილობენ
დღეს, ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენს“ დაემშვიდობა. 30 ივნისის შემდეგ, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ფრანგულ გუნდს დატოვებს.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ცნობილია, რომ მისი დაბრუნება „ბარსელონას“ სურს, ხოლო რადარზე „ალ ჰილალიც“ გახლავთ, რომელიც ლეოს 2-წლიან კონტრაქტს და წლიურად ანაზღაურების სახით 600 მილიონ ევროს სთავაზობს.
Lionel Messi will decide his future soon ✨???????? #Messi
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 3, 2023
◉ Inter Miami, into the race as they have presented their bid;
◉ Al Hilal huge proposal remains valid on the table;
◉ Barça, waiting for La Liga; no official bid yet.
◉ More European clubs approaching in the last hours. pic.twitter.com/vYflemocVv
ამ ყველაფრის ფონზე, არგენტინელი ჟურნალისტი პაბლო გრაველონე სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ მესის გადაბირებას ლონდონის „ჩელსი“ და „ნიუკასლი“ ეცდებიან.
Desde Inglaterra se asegura que desde hoy Chelsea y Newcastle entrar en la carrera por Messi.
— Pablo Gravellone (@gravep) June 3, 2023
რთულად სავარაუდოა, რომ ლიონელი „არისტოკრატებში“ წავიდეს, რადგან პოჩეტინოს გუნდი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე არ იქნება. „ნიუკასლი“ კი ფინანსურად ერთ-ერთი ყველაზე მყარი გუნდია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც გავიდა.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მესის „ბარსელონაში“ სურს კარიერის გაგრძელება, მაგრამ „ბლაუგრანა“ ლა ლიგის გადაწყვეტილებას ელოდება და მისთვის ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებიათ.