მადრიდის რეალი, ედენ აზარი
Aa
Aa

ოფიციალურად - აზარი რეალიდან მიდის

მადრიდის „რეალის“ ოფიციალური გვერდი მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს. „სამეფო კლუბსა“ და ედენ აზარს შორის მოხდა შეთანხმება, რის საფუძველზეც ბელგიელი ფეხბურთელი მიმდინარე წლის 30 ივნისის შემდეგ გუნდს დატოვებს.

შეთანხმება ორმხრივია. ცნობისთვის, აზარს „ბლანკოსთან“ კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე აკავშირებდა.

ოფიციალური განცხადება:

„მადრიდის „რეალმა" და ედენ აზარმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი კლუბიდან 2023 წლის 30 ივნისს წავა.

ედენმა ჩვენი გუნდის რიგებში 4 სეზონი გაატარა. ამ პერიოდში მან 8 ტიტული მოიგო. 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 მსოფლიო საკლუბო ტურნირი, 1 ევროპის სუპერ თასი, 2 ლა ლიგა, 1 კოპა დელ რეი, 2 ესპანეთის სუპერ თასი.

მადრიდის რეალს სურს გამოხატოს თავისი სიყვარული ედენ აზარის მიმართ და უსურვებს მას და მის მთელ ოჯახს წარმატებებს ახალ ეტაპზე.“

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი მადრიდულ გრანდს 2019 წლის ზაფხულში შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ბელგიელმა ნახევარმცველმა „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 76-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - იბრაჰიმოვიჩი მილანს ტოვებს
კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს - იბრაჰიმოვიჩი მილანს ტოვებს