სევილია, რომა, ნემანია გუდელი
Aa
Aa

ნემანია გუდელმა ევროპის ლიგის მოგება გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა

ევროპის ლიგა „სევილიამ“ მოიგო. მენდილიბარის გუნდმა ფინალში „რომას“ აჯობა. მატჩის დასრულების შემდეგ, ნემანია გუდელმა ცრემლები ვერ შეიკავა. ბევრს ეს სიხარულის ცრემლები ეგონა, მაგრამ სპორტულმა მედიამ ეს ამბავი გამოიძია.

როგორც გაირკვა, ფინალამდე რამდენიმე დღით ადრე, მის მეუღლეს ანასტასიას მუცელი მოეშალა. ის მეხუთე თვეში იყო. თუ რა გახდა ამის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გუდელმა გამარჯვება თავის გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა. ეს ამბავი კი სპორტულ მედიას ვირუსივით მოედო.

„ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული წელი იყო. დავკარგე ჩემი ქალიშვილი. ეს გამარჯვება მას ეძღვნება“

- განაცხადა გუდელმა

შეგახსენებთ, რომ „სევილიასა“ და „რომას“ მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“აქ თამაში მსიამოვნებდა“ - მესი პსჟ-ს დაემშვიდობა
“აქ თამაში მსიამოვნებდა“ - მესი პსჟ-ს დაემშვიდობა