“გადაწყვეტილი არაფერია“ - გიუნდოგანი თავის მომავალზე
FA Cup-ის ფინალში „მანჩესტერ სიტიმ“ ილქაი გიუნდოგანის დუბლის წყალობით „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა და მორიგ ტიტულს დაეუფლა. მატჩის დასრულების შემდეგ, თურქული ფესვების მქონე გერმანელმა კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის პირველი კითხვა მის მომავალს ეხებოდა.
გიუნდოგანი:
„სიმართლე გითხრათ, ასეთი დღეები არ მჭირდება იმისთვის, რომ „მანჩესტერ სიტიში“ თავი დაფასებულად ვიგრძნო. კარგად ვიცი, რის გამო ვარ აქ 7 წელი. დაფასება ყოველთვის მქონდა!! გადაწყვეტილი არაფერია, ვნახოთ რა მოხდება.
თითოეული ფინალის მოგება და ახალი ტიტული ყოველთვის განსაკუთრებულია. ეს გუნდი ამ ყველაფერს იმსახურებს. დიდებულად ვითამაშეთ განსაკუთრებით მეორე ტაიმში. წინ კიდევ ერთი ფინალია და უნდა მოვიგოთ.“
შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანს აქტიურად უკავშირებენ „ბარსელონას“. ჩავი ერნანდესს ილქაის ტრანსფერი პირადად სურს, თანაც ის მიმდინარე წლის პირველ ივლისს თავისუფალი აგენტი ხდება და ბარსას ასეთი დონის ფეხბურთელის ხელში ჩაგდება სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია.