გიუნდოგანის რეკორდი - მანჩესტერ სიტი FA Cup-ის გამარჯვებულია
FA Cup-ის ფინალში მანჩესტერული დერბი გაიმართა, რომელიც „სიტიმ“ მძიმე ბრძოლაში 2:1 მოიგო. გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ილქაი გიუნდოგანმა შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა.
მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობა „ქალაქელებს“ ჰქონდათ, თუმცა „იუნაიტედი“ თავის მომენტებს მაინც ქმნიდა.
აღნიშნულ დაპირისპირებაში გიუნდოგანმა რეკორდი დაამყარა. თურქული ფესვების მქონე გერმანელმა ანგარიში მე-13 წამზე გახსნა, რაც FA Cup-ის ფინალების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ეს რეკორდი აქამდე ლუის საჰას ეკუთვნოდა, რომელმაც 25-ე წამზე „ჩელსის“ გაუტანა.
Ilkay Gunodgan has scored the fastest FA Cup final goal ever, after 13 seconds. He has beaten Louis Saha’s record of 25 seconds for Everton against Chelsea in 2009.
— Statman Dave (@StatmanDave) June 3, 2023
Lightning fast start. ⚡ pic.twitter.com/3m0bcu3g0s
33-ე წუთზე, პენალტის ნიშნულიდან ბრუნო ფერნანდეშმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმში კვლავ ილქაიმ გაისროლა. მან ამჯერად 51-ე წუთზე გაიტანა და მატჩის საბოლოო შედეგი 2:1 დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში მეორე ტიტული მოიპოვა და ტრიპლეტის შესრულების შესანიშნავი შანსი აქვს. გუარდიოლას გუნდი 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდება.