რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

ბენზემას კონკურენტად - რეალმა შესაძლოა ლუკაკუ იჯარით დაიმატოს

რომელუ ლუკაკუმ შესაძლოა კარიერა მადრიდის „რეალში“ გააგრძელოს.

30 წლის ბელგიელი ფორვარდი „ჩელსის“ საკუთრებაა და იჯარით „ინტერში“ თამაშობს, თუმცა ნაკლები შანსია, რომ ლონდონელებმა მისი დაბრუნება მოისურვონ. აქედან გამომდინარე, რომელუს ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს.

Sky Sport-ის ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს, რომ ლუკაკუ შესაძლოა „რეალს“ შესთავაზონ. საუბარია იჯარაზე და არა გამოსყიდვაზე. ბელგიელი ქარიმ ბენზემას შემცვლელად და ასევე სათადარიგო ფორვარდად განიხილება. როგორც ცნობილია, ფრანგმა გუნდში დარჩენა გადაწყვიტა და ის მადრიდში ბოლო სეზონს ჩაატარებს.

წყარო დასძენს, რომ „ჩელსის“ ახალი თავკაცი მაურისიო პოჩეტინო მზადაა ლუკაკუსთან იმუშაოს, თუმცა კლუბს ჰარი კეინისა და ვიქტორ ოსიმენის ვარიანტები გაცილებით მეტად ხიბლავს და მათთვის ბრძოლას აპირებენ.

რაც შეეხება „ინტერის“ ვარიანტს, არის იმის შანსიც, რომ ლუკეკუ მილანში დარჩეს და მისი იჯარა კვლავ 1 წლით გახანგრძლივდეს.

სერია A-ს 2022/23 სეზონში რომელუმ 24 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსიმ ესპანეთში მამარდაშვილის სანახავად სკაუტები გააგზავნა
ჩელსიმ ესპანეთში მამარდაშვილის სანახავად სკაუტები გააგზავნა