კრისტოფ გალტიე
Aa
Aa

ახალი არაფერი - პსჟ გალტიეს უშვებს და ახალ მწვრთნელს ეძებს

კრისტოფ გალტიე მომავალ სეზონში პსჟ-ს აღარ გაწვრთნის.

L'Equipe-ის ცნობით, პარიზელები 56 წლის ფრანგ სპეციალისტს „კლერმონთან“ ლიგა 1-ის ფინალური ტურის დღევანდელი მატჩის შემდეგ გაათავისუფლებენ.

პსჟ-ს მფლობელის, კატარის ემირმა მუჰამედ ბინ ჰამად ალ-ტანიმ პარიზში შეხვედრა გამართა კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთან, რომელზეც გალტიეს გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს.

გალტიემ პსჟ გასულ ზაფხულს ჩაიბარა და ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

უკვე დასრულებულ სეზონში პარიზელებმა ლიგა 1 რეკორდულად მეთერთმეტედ მოიგეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალში გამოეთიშნენ.

კლუბისთვის პრიორიტეტული სწორედ ჩემპიონთა ლიგაა, რომელიც პარიზელთათვის აუხდენელ ოცნებად რჩება. გარდა ამისა, გალტიემ მესი-მბაპე-ნეიმარის ტრიოს შესაბამისად შეთამაშება ვერ შეძლო, რამაც გასახდელში სიტუაცია არია.

ასევე, წყაროს ცნობით, გალტიეს თანამდებობიდან გათავისუფლებაზე გავლენა რასიზმის ბრალდებებით სკანდალმაც მოახდინა.

ამრიგად, პსჟ კვლავ წრეზე სვლას განაგრძობს. ახალი არაფერი მომხდარა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ბორდო-როდეზის მატჩი არ განახლდება
ოფიციალურად | ბორდო-როდეზის მატჩი არ განახლდება