ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„ყველა მატჩში კაშკაშებდა“ - სიომინი კვარას აღიარებას გამოეხმაურა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იური სიომინი ქართველი ფეხბურთელის წარმატებას გამოეხმაურა. „კვარა“ სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ამ საკითხზე სიომინი Championat-ს ესაუბრა.

„იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობა დიდი წარმატება და უმაღლესი დონეა. ხვიჩამ ეს დაიმსახურა, რადგან ყველა შეხვედრაში კაშკაშებდა და ნაპოლის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მარცხენა გარემარბის პოზიციიდან, ამდენი გოლისა და საგოლე გადაცემის გაფორმება მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ.

ხვიჩა იტალიაში ჩავიდა და საკუთარი ტალანტი ყოველდღიური მუშაობით განავითარა. კვარა შრომისმოყვარე ფეხბურთელია, რომელსაც კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობა მოსწონს. მას თავისი მიზანი აქვს და მისკენ მიისწრაფვის. ამ მომენტისთვის, მან დიდ წარმატებას მიაღწია“.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მნიშვნელოვანი მატჩები გველის“ - კიტეიშვილმა ნაკრებზე ისაუბრა
„მნიშვნელოვანი მატჩები გველის“ - კიტეიშვილმა ნაკრებზე ისაუბრა