სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია | კვარაცხელიას აღიარება იტალიაში!
„ნაპოლის“ შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. რამდენიმე წამის წინ, სერია A-ს „ტვიტერის“ ოფიციალურმა გვერდმა პოსტი გამოაქვეყნა და „კვარას“ აღიარების შესახებ გვაუწყა.
Il migliore in assoluto ????
— Lega Serie A (@SerieA) June 2, 2023
Kvaratskhelia è il miglior giocatore del campionato ????
Una stagione di debutto fenomenale che gli vale un meritatissmo posto nel Team Of The Season della Serie A ????#TOTS @EA_FIFA_Italia pic.twitter.com/4Md15EnJnA
„კვარაცხელია ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. ფენომენალურმა სადებიუტო სეზონმა მას სერია A-ს სეზონის სიმბოლურ გუნდში დამსახურებული ადგილიც მოუტანა“, - ნათქვამია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სერია A-ს მიმდინარე სეზონი რამდენიმე დღეში დასრულდება. „ნაპოლი“ თავის ბოლოს შეხვედრას 4 ივნისს გამართავს და საკუთარ კედლებში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.