გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცმა კიდევ ერთი წინადადება მიიღო | მიქაუტაძისთვის ბრძოლა გრძელდება

„მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ბევრი მსურველი ჰყავს. ახალგაზრდა თავდამსხმელი რამდენიმე კლუბის რადარზე იმყოფება და ერთ-ერთი, ვინც მის გადაბირებას აქტიურად ცდილობს, პრემიერ ლიგაში ახლად დაბრუნებული „ბარნლია“.

„კლარეტების“ ინტერესის შესახებ რამდენჯერმე დაიწერა და ბოლო საათებში ვითარება შეიცვალა. ვენსან კომპანის გუნდი თავდამსხმელს ეძებს, რომელსაც პრემიერ ლიგაში სათამაშო დროს მისცემს და მიქაუტაძე ჰყავს შერჩეული. ბელგიელი სპეციალისტი მასზე დიდ იმედებს ამყარებს.

ფრანგული გამოცემის, Score-ის ცნობით, „ბარნლი“ მზადაა, „მეცის“ მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს და „კლარეტებმა“ „მეცს“ პირველი წინადადებით მიმართეს. ჯერჯერობით უცნობია, „ბარნლის“ შეთავაზება როგორია, მაგრამ ფაქტია, რომ პროცესი დაწყებულია. აქამდე, ერთადერთი კლუბი, რომელსაც „მეცთან“ კონტაქტი ჰქონდა, „მილანი“ იყო.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონში, ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 33 მატჩში 22 გოლია. 22 წლის შემტევს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
FIBA-მ ზურაბ საკანდელიძე დიდების დარბაზში შეიყვანა
FIBA-მ ზურაბ საკანდელიძე დიდების დარბაზში შეიყვანა