ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

კარგი ამბავი ნიდერლანდებიდან | ეგოიანმა ტვენტესთან კონტრაქტი გააფორმა

„ტვენტეს“ ქართველმა ფეხბურთელმა, ირაკლი ეგოიანმა ნიდერლანდურ კლუბთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. 19 წლის ნახევარმცველმა „ტვენტეს“ საკუთარი მომავალი 2025 წლამდე დაუკავშირა და ხელშეკრულების 1 სეზონით გახანგრძლივებაა შესაძლებელი.

View this post on Instagram

A post shared by FC Twente (@fctwente)

მიმდინარე სეზონში ეგოიანს საერთო ჯამში, 30 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 6 გოლია. გასული ზაფხულიდან მოყოლებული ირაკლი „ტვენტეს“ პირველ გუნდთან ერთად რეგულარულად ვარჯიშობდა. ასევე, „ტვენტეს“ პირველ გუნდში ამხანაგურ შეხვედრებს ატარებდა. მთავარმა მწვრთნელმა რონ იანსმა და კლუბის ხელმძღვანელებმა მასთან პროფესიული კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტეს.

ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველი 2004 წლის 19 მარტს თბილისში დაიბადა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 4 წლის ასაკში ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა და მას შემდეგ ნიდერლანდებში ცხოვრობს, „ტვენტეში“ გადასვლამდე „აიაქსის“ აკადემიის მოთამაშე იყო.

მიმდინარე წელის მარტში „ტვენტეს“ დამკვირვებელმა, ნიდერლანდელმა ჟურნალისტმა ტენ ვორდე ეგოიანთან დაკავშირებით შემდეგი რამ თქვა: „ირაკლიმ პირველი გუნდის კარზე დააკაკუნა. მისი ამბავი განსაკუთრებულია. ის საქართველოდან ჩამოვიდა და თავშესაფარში ცხოვრობდა, შემდეგ კი მისი ოჯახი ამერსფორტში გადავიდა“. ასევე გეტყვით, რომ 2022 წელს ირაკლი ეგოიანმა საქართველოს 18-წლამდე ნაკრებში 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, ლაშა ფირცხალაიშვილმა პორტუგალიასთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ათამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ივნისის მატჩები - სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ივნისის მატჩები - სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა