FIBA-მ ზურაბ საკანდელიძე დიდების დარბაზში შეიყვანა
FIBA-მ 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მსოფლიო კალათბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და სპორტული მიღწევების გამო დიდების დარბაზის 10 ახალი წევრი დაასახელა, რომელშიც ქართული კალათბურთის ლეგენდა ზურაბ საკანდელიძეც მოხვდა.
The stellar FIBA Hall of Fame Class of 2023 is here! ???? ????
— FIBA (@FIBA) June 2, 2023
The ceremony will take place in Manila on 23 August, 2 days before the tip-off of the @FIBAWC ???? pic.twitter.com/1DUAuJBFq9
ღონისძიება ფილიპინებში 23 აგვისტოს საღამოს, ფიბა-ს კონგრესის დასრულების შემდეგ გაიმართება.
„ქართველი ზურაბ საკანდელიძე, რომელსაც ათზე მეტი საერთაშორისო მედალი აქვს, მათ შორის ოლიმპიური ოქროც“. - წერს FIBA-ს გვერდი.
საკანდელიძე ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ქართველი კალათბურთელია.
XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972 მიუხენი), XIX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1968, მეხიკო), მსოფლიოს ჩემპიონი (1967) და მესამე პრიზიორი (1970), ევროპის ოთხგზის ჩემპიონი (1965, 1967, 1969, 1971) და მესამე პრიზიორი (1973), სსრკ თასის მფლობელი (1969), მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო მცველი (1967), კონტინენტის სიმბოლური ნაკრების წევრი (1967), საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1967) და მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი სპორტსმენი გახლდათ.
საკანდელიძის გარდა დიდების დარბაზში ისეთი ლეგენდები მოხვდნენ, როგორებიც იაო მინი, ვლამირ მარკესი და სხვები არიან.
The FIBA Hall of Fame Class of 2023 has been confirmed with Yao Ming, Wlamir Marques and Penny Taylor being just some of the stellar names who will be honored this year.https://t.co/M22BiV3ZOx
— FIBA Media (@FIBA_media) June 2, 2023