ნიკოლა იოკიჩი
Aa
Aa

იოკიჩის სამმაგი დუბლი - დენვერი მაიამისთან დაწინაურდა

გამთენიისას NBA-ს სუპერფინალების პირველი დაპირისპირება შედგა. „დენვერმა“ შინ „მაიამის“ უმასპინძლა და დამაჯერებლად 104:93 დაამარცხა.

იოკიჩმა და კომპანიამ საქმეს ხელი თავიდანვე სერიოზულად მოკიდეს და დიდ შესვენებაზე 17-ქულიანი ფორით გავიდნენ - 29:20, 30:22.

სიტუაცია დიდად არც მესამე მეოთხედში შეცვლილა, რომელიც „დენვერმა“ 25:21 მოიგო. „მაიამიმ“ კი მეტოქეს მხოლოდ დასკვნით თორმეტწუთეულში აჯობა, რასაც შედეგზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია.

პარკეტზე საუკეთესო რა თქმა უნდა, იოკიჩი იყო, რომელსაც უკვე ტრადიციულად სამმაგი დუბლი ჰქონდა - 27 ქულამ 10 მოხსნა, 14 გადაცემა. ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯამალ მარის, რომელმაც 26 ქულა და 10 პასი მიითვალა. „ნაგეთსმა“ ჩვეულ სტილში გუნდურად ითამაშა და ერთბაშად 5 მოთამაშეს 10+ ქულა ჰქონდა.

„მაიამის“ რიგებში საუკეთესო ადებაიო იყო, რომელსაც 26 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა. გეიბ ვინსენტმა 19 ქულა ჩააგდო, ჯიმი ბატლერი კი მოკრძალებულ სტატისტიკას დასჯერდა - 13 ქულა, 7 მოხსნა, 7 გადაცემა.

სუპერფინალური სერიის მეორე შეხვედრაც დენვერში გაიმართება. 5 ივნისს იოკიჩი და კომპანია მეორე მატჩის მოგებასაც შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნიკალური უნარებით გამოირჩევა, არ უნდა გაუშვან“ - რას წერენ ამერიკაში მამუზე
„უნიკალური უნარებით გამოირჩევა, არ უნდა გაუშვან“ - რას წერენ ამერიკაში მამუზე