მარცხი პლეიოფში | შერმადინის ტენერიფემ უნიკახასთან წააგო
გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონატის პლეიოფს გამოეთიშა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „უნიკახას“ ბარიერი ვერ გადალახა, საკუთარ კედლებში განცდილი მარცხის შემდეგ, მატჩი სტუმრადაც დათმო და 74:97 განადგურდა.
„ლენოვო ტენერიფემ“ შეხვედრა კარგად დაიწყო და პირველი მეოთხედი 22:13 მოიგო, თუმცა მეორე პერიოდი საშინლად ჩაატარა. „უნიკახამ“ მეტოქეზე 23-ით მეტი ქულა ჩააგდო, ათწუთეული 37:14 მოიგო და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, რომელიც საფინალო სასტვენამდე შეინარჩუნა.
ქართველ კალათბურთელს მცირე სათამაშო დრო მიეცა და პარკეტზე თითქმის 8 წუთი გაატარა, რაც ვირუსული გასტროენტერიტის პრობლემით გახლდათ განპირობებული. შერმადინმა 3 ქულისა და ამდენივე მოხსნის გაკეთება მოასწრო. გიორგიმ ქულები საჯარიმო ხაზიდან აიღო და 4-დან 3 ჯარიმა გამოიყენა.
Final en el Carpena.
— Lenovo Tenerife (@CB1939Canarias) June 1, 2023
Hasta aquí llega nuestra temporada 22/23.
???????? #VamosCanarias #LenovoTenerife pic.twitter.com/fZLmUmumah
ამრიგად, „ლენოვო ტენერიფესთვის“ მიმდინარე სეზონი დასრულდა. „უნიკახას“ რაც შეეხება, მის მომდევნო მეტოქის ვინაობას „ბარსელონა“ და „ვალენსია“ არკვევენ.