ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლერი აბულაძის ოქრო ბიშკეკიდან
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, ჭიდაობის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ტურნირი კარგად დაიწყო და დღეს, ორ მედალი დაისაკუთრა - ვერცხლი და ოქრო.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს შორის, ჩემპიონი ლერი აბულაძე გახდა. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა გადამწყვეტი შეხვედრა უზბეკი, შერმუხამად შარიბჯანოვის წინააღმდეგ გამართა და 7:4 იმარჯვა.
ოქროს მედალთან გურამ ხეცურიანიც ახლოს იყო. ქართველი მოჭიდავე ფინალში ჯალგასბაი ბერდიმურატოვს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 3:5. ფინალამდე გურამმა ფეი პენს, ალი ჯენგიზსა და აზამატ კუსტუბაიევს მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ბიშკეკში, საქართველოს ნაკრები ამ შემადგენლობითაა წასული:
თავისუფალი ჭიდაობა 57 კგ - რობერტ დინგაშვილი და ბექა ბუჯიაშვილი 61 კგ - შოთა ფარტენაძე და გიორგი ღონიაშვილი 65 კგ - ედემ ბოლქვაძე 70 კგ - გიორგი ელბაქიძე და დავით ფაცინაშვილი 74 კგ - ოთარ ბაგაური 79 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე 86 კგ - ტარიელ გაფრინდაშვილი და ზაურ ბერაძე 92 კგ - მირიან მაისურაძე და ანდრო მარგიშვილი 125 კგ - გენო პეტრიაშვილი და სოლომონ მანაშვილი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 55 კგ - ნუგზარ წურწუმია 60 კგ - ფრიდონ აბულაძე 63 კგ - ლერი აბულაძე 67 კგ - ჯონი ხეცურიანი 72 კგ - რამაზ ზოიძე და ოთარ აბულაძე 77 კგ - იური ლომაძე და საჩინო დავითაია 82 კგ - გელა ბოლქვაძე 87 კგ - გურამ ხეცურიანი 130 კგ - სულხან ბუიძე