ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ყველა დეტალი განისაზღვრა | ხვიჩა და ნაპოლი ახალ კონტრაქტს აფორმებენ

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბში რჩება. „კვარას“ მომავალზე რამდენიმე წუთის წინ, Calciomercato-მ დაწერა და განაცხადა, რომ 22 წლის მარცხენა გარემარბი „პარტენოპეისთან“ ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს.

„ბოლო საათების განმავლობაში, შეთანხმება შედგა და კვარაცხელიას ხელშეკრულების გახანგრძლივების ყველა დეტალი განისაზღვრა. ქართველი ტალანტი კონტრაქტს 1 სეზონით, 2027 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი ხელფასი გაორმაგდება. სატრანსფერო ბაზარზე გადატრიალების მომხდენი კვარაცხელია ნაპოლიში რჩება“, - წერს Calciomercato.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ მონაწილეობა 33 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა. ჩემპიონთა ლიგაზე, მან 9 მატჩში ითამაშა და 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სერია A-ს მიმდინარე სეზონი რამდენიმე დღეში დასრულდება. „ნაპოლი“ თავის ბოლოს შეხვედრას 4 ივნისს გამართავს და საკუთარ კედლებში „სამპდორიას“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისის შოკისმომგვრელი მარცხი | Rugbypass-ი 20-წლამდე ნაკრების გამარჯვებაზე
ინგლისის შოკისმომგვრელი მარცხი | Rugbypass-ი 20-წლამდე ნაკრების გამარჯვებაზე