ვულვზი, ანსუ ფატი
Aa
Aa

ფატიზე ზეწოლა გრძელდება - ბარსას მისი გაყიდვა უნდა, ანსუს დარჩენა

„ბარსელონა“ ცდილობს ანსუ ფატის კლუბის დატოვება აიძულოს.

Diario Sport-ის ცნობით, კატალონიელები ფეხბურთელის გაყიდვას აპირებენ, რადგან მათ 30 ივნისამდე მინიმუმ 2 ფეხბურთელი უნდა გაყიდონ, რათა ლა ლიგასთან ფეარ პლეის წესებზე კვლავ პრობლემები არ შეექმნათ.

„ბლაუგრანა“ ფატის გასაყიდად შესაფერის აქტივად თვლის, რადგან გუნდში მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს და მომავალ სეზონში კიდევ უფრო ნაკლებ სათამაშო დროს მიიღებს.

ახლა მისი წასვლა აუცილებელია იმ ფინანსური გეგმის განსახორციელებლად, რომელიც კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის ახალი კონტრაქტის დასარეგისტრირებლად სჭირდება.

ფატის აგენტი ჟორჟე მენდეში მის კლიენტს კლუბის დატოვებას ურჩევს, თუმცა ჯერჯერობით მის დაყოლიებას ვერ ახერხებს. ანსუს დარჩენა და ბოლომდე ბრძოლა სურს, თუმცა ახალი სეზონის მისთვის არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება.

„ბარსელონას“ პრემიერლიგურ „ვულვზთან“ ყველანაირი შეთანხმება მიღწეული აქვს. რუბენ ნევეში „ბლაუგრანაში“ გადავა, კლუბი დამატებით 30 მილიონს მიიღებს, სანაცვლოდ „ბარსას“ მხოლოდ ანსუ ფატის დათმობა მოუწევს.

„ბარსა“ ფატიზე ზეწოლის მოხდენას განაგრძობს. ცნობილია ისიც, რომ მესის დაბრუნების შემდეგ, 10-ნომრიანი მაისური არგენტინელს დაუბრუნდება, რომელსაც ამჟამად სწორედ ანსუ ატარებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
გალტიე: ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოსთან მუშაობა დიდი პატივი იყო
გალტიე: ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოსთან მუშაობა დიდი პატივი იყო