ედერსონ მორაეში
Aa
Aa

ედერსონის ცრურწმენა | ერთი საცვალი მთელი სეზონის განმავლობაში

„მანჩესტერ სიტის“ მეკარეს, ედერსონს უცნაური ცრურწმენა აქვს. ბრაზილიელი გოლკიპერი ცნობილ გამოცემას, Record-ს ესაუბრა და აღიარა, რომ სეზონის განმავლობაში გამართულ ყველა მატჩში ერთი და იგივე საცვალი აცვია.

„ცრურწმენა მაქვს, რომლის მიხედვითაც, ყველა თამაშში ერთი და იგივე საცვალი მაცვია. არ ვხუმრობ, მართლა ასეა და სიტის სტადიონზე მომუშავე ადამიანებმა ეს ძალიან კარგად იციან. ისინი ჩემს საცვალს კუთხეში ტოვებენ ხოლმე და ყოველი სეზონისთვის ერთ საცვალს ვარჩევ.

ეს ერთადერთი ცრურწმენაა, რომელიც მაქვს და ასე ბენფიკაში გატარებული პერიოდიდან მოყოლებული ვიქცევი. პორტუგალიურ კლუბში გადასვლის პირველ წელს, ეს გავაკეთე და ბოლო 8 წლის განმავლობაში, ადგილობრივი ჩემპიონატი 7-ჯერ მოვიგე. ასე რომ, ნამდვილად მუშაობს“.

ცნობისთვის, ედერსონმა „ბენფიკაში“ პორტუგალიის ჩემპიონობა ზედიზედ მოიგო, „სიტიში“ გადასვლის შემდეგ კი, ტიტულს 6-დან 5 შემთხვევაში დაეპატრონა. ერთადერთი სეზონი, როცა „ქალაქელებმა“ პრემიერ ლიგა ვერ მოიგოს, 2019-20 წლების სეზონი იყო. მაშინ ჩემპიონი „ლივერპული“ გახდა. პეპ გუარდიოლას გუნდი მიმდინარე გათამაშებას შესანიშნავად ატარებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული. თუ „სიტიმ“ „ინტერი“ დაამარცხა, საცვალი, რომელიც ედერსონს მიმდინარე სეზონში აცვია, მის ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიული გამარჯვება! - 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
ისტორიული გამარჯვება! - 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა