ინგლისის შოკისმომგვრელი მარცხი | Rugbypass-ი 20-წლამდე ნაკრების გამარჯვებაზე
Aa
Aa

ინგლისის შოკისმომგვრელი მარცხი | Rugbypass-ი 20-წლამდე ნაკრების გამარჯვებაზე

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის ასაკობრივ გუნდთან მეორე ტესტ-მატჩი გამართა და მეტოქე 40:38 დაამარცხა. ცნობილ სარაგბო გამოცემას, Rugbypass-ს უმცროსი „ბორჯღალოსნების“ წარმატება უყურადღებოდ არ დაუტოვებია და მათ გამარჯვებაზე მოკლედ დაწერა.

„20 წლამდე ნაკრებებში ინგლისელთა არასტაბილურობა გრძელდება და ხუთშაბათს, მათ თბილისში გამართულ შეხვედრაში შოკისმომგვრელი მარცხი იწვნიეს. გასულ შაბათს, ინგლისმა მძიმე ბრძოლაში, 41:36 იმარჯვა, მაგრამ განმეორებითი მატჩი ჩააგდო.

თამაშის სცენარი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ჯო ჯენკინსმა ყვითელი ბარათი მიიღო და მის სინ-ბინს ქართველთა ორი ლელო მოჰყვა, რომლებმაც უმცროსი ბორჯღალოსნები 40:31 დააწინაურეს. სრული შემადგენლობით მოედანზე დაბრუნების შემდეგ, ინგლისმა ლელო დადო და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მათმა ბოლო შეტევამ ვერ გაამართლა და საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედანზე ქართველი ქომაგები შევარდნენ, რომლებმაც საკუთარი გუნდის წარმატება აღნიშნეს“, - წერს Rugbypass-ი.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველო C ჯგუფშია მოხვედრილი, სადაც მისი მეტოქეები სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და იტალია არიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩა, ბელინგემი, მუსიალა და სხვები | ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები
ხვიჩა, ბელინგემი, მუსიალა და სხვები | ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები