გალტიე: ჩემთვის ყველა დროის საუკეთესოსთან მუშაობა დიდი პატივი იყო
პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა კრისტოფ გალტიემ ლეო მესის გუნდიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
„მე მქონდა პრივილეგია ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელის მწვრთნელად მემუშავა. მატჩი კლერმონთან მესისთვის პსჟ-ს მაისურით უკანასკნელი იქნება, რომელსაც პარკ დე პრენსზე გამართავს. მე გაბედავ და იმედი მექნება, რომ მას ქომაგები საუკეთესოდ დახვდებიან.
ლეოზე ბევრი ითქვა და დაიწერა, თქვენ მისი თამაში ბევრჯერ გაანალიზეთ. მე არ ვისაუბრებ მის პირველ სეზონზე, როდესაც მას ადაპტაციის გავლა მოუწია, ეს იყო მისი პირველი დაშორება ბარსელონასთან.
ამ სეზონში ის იყო პსჟ-ს თამაშის მნიშვნელოვანი ელემენტი, ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო, ყოველთვის ესწრებოდა ვარჯიშს. არ ვფიქრობ, რომ მის მიმართ არსებული კრიტიკა გამართლებულია.
როცა 35 წლის ხარ, მუნდიალზე სეზონის შუაში თამაშობ და ამის ფონზე 21 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის გაკეთებას ახერხებ... ამ სეზონში ის 41-ჯერ იყო გადამწყვეტი.
ყოველთვის გუნდის სამსახურში იყო. ჩემნაირი მწვრთნელისთვის დიდი პატივი იყო არა მისი გაწვრთნა, არამედ მთელი სეზონის განმავლობაში მასთან ერთად ყოფნა“,
- განაცხადა პსჟ-ს მწვრთნელმა.