ისტორიული გამარჯვება! - 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ინგლისის ასაკობრივი გუნდის წინააღმდეგ მეორე ტესტ-მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში ორი ქულის სხვაობით, 40:38 გაიმარჯვა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა. მატჩის სტარტზე, ინგლისელებმა ჩვენს ნახევარზე ორი სწრაფი ლელო დადეს და 14:0 დაწინაურდნენ, ამის მიუხედავად, უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ საკუთარი თავების მობილიზება შეძლეს და თამაშში მალევე დაბრუნდნენ. უფრო მეტიც, მეორე ნახევარში ლადო კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ბადალი არაფერში დაუდო და საბოლოოდ ისტორიული გამარჯვებაც მოიპოვა.
პირველი ნახევარი საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა 21:24 დათმო, მეორე ტაიმში კი მეტოქე 19:14 დაამარცხა და საბოლოოდ ორი ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
შეგახსენებთ, რომ უმცროსი ბორჯღალოსნები ინგლისს 27 მაისსაც დაუპირისპირდნენ და ის ტესტ-მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 36:41 წააგეს.