ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩა, ბელინგემი, მუსიალა და სხვები | ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელები

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Goal-მა საუკეთესო ახალგაზრდა (23 წლამდე ასაკის) ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც ბოლო 10 თვის განმავლობაში, ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე კარგად გამოიყურებოდნენ. ერთ-ერთი მათგანი „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია გახლავთ და აი, რას წერს Goal-ი „კვარაზე“:

„ვინისიუს ჟუნიორი და გაბრიელ მარტინელი მარცხენა გარემარბის პოზიციის დაკავების სერიოზული პრეტენდენტები იყვნენ, მაგრამ შეუძლებელი იყო, 2022-23 წლების სეზონის აღმოჩენა ტოპ 11-ს მიღმა დაგვეტოვებინა.

ხვიჩამ მარტო ის კი არ დაამტკიცა, რომ მისი 10 მილიონ ევროდ შეძენით ნაპოლიმ ბრწყინვალე გარიგება დადო, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელი შემტევის სტატუსიც დაისაკუთრა და 14 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისმა გუნდმა 33-წლიანი ლოდინი დაასრულა და სკუდეტო მოიგო, ჩემპიონთა ლიგაზე კი, საკუთარ ისტორიაში პირველად, მეოთხედფინალში გავიდა. ნაპოლის წარმატება გუნდური სამუშაოს დამსახურებაა, მაგრამ ის ფაქტი, რომ ნეაპოლელებმა 22 წლის ქართველს მეტსახელად კვარადონა შეარქვეს, მის მიერ მოხდენილ გავლენაზე ყველაფერს ამბობს“, - აცხადებს Goal-ი.

ცნობილი სპორტული გამოცემის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: მარკო კარნესეკი (კრემონეზე).

მცველები: ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), ვილიამ სალიბა (არსენალი), მატიას დე ლიხტი (ბაიერნი), ალეხანდრო ბალდე (ბარსელონა).

ნახევარმცველები: ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), პედრი (ბარსელონა), ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი).

თავდამსხმელები: ბუკაიო საკა (არსენალი), ერლინგ ჰოლანდი (სიტი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეცმა ფასი გაზარდა - კლუბი მიქაუტაძის შესანარჩუნებლად იბრძოლებს
მეცმა ფასი გაზარდა - კლუბი მიქაუტაძის შესანარჩუნებლად იბრძოლებს