ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

თუ წავა, 10 მილიონს გადაუხდიან - მაგუაიერთან მან. იუნაიტედი დათმობაზე მიდის

იმ შემთხვევაში, თუ ჰარი მაგუაიერი 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სხვა კლუბში გადავა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა მას 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.

ცნობილი გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ინგლისელი მცველი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით „წითელ ეშმაკებს“ დატოვებს. შაბათს, ინგლისის თასის ფინალში ერთმანეთს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“ დაუპირისპირდებიან, ეს შეხვედრა კი მაგუაიერისთვის შესაძლოა ბოლო იყოს „იუნაიტედის“ შემადგენლობაში.

გავრცელებული ინფორმაციით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-მილიონ ევროიან შეთავაზებას ელოდებიან. მაგუაიერს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს, გუნდიდან წასვლის შემთხვევაში კი გუნდი მზადაა მას 10 მილიონი ფუნტი გადაუხადოს, თანხა, რომელიც მაგუაიერს კიდევ ორი წლის განმავლობაში უნდა აეღო.

ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ არ აპირებს ფეხბურთელი წასვლისკენ აიძულოს და შესაძლებლობას მისცემს საკუთარი მომავლის ბედი, თავადვე გადაწყვიტოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მსაჯი ესპანელს ჰგავდა“ - მოურინიო ფინალის წაგების შემდეგ
“მსაჯი ესპანელს ჰგავდა“ - მოურინიო ფინალის წაგების შემდეგ