TOP 14-ის სომბოლურ გუნდში - საფრანგეთში ქართველები გამოარჩიეს
ცნობილმა ფრანგულმა სააგენტო, Actu.fr-მა ტოპ 14-ის რეგულარული სეზონის სეზონის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ უკანახაზელი, დავით ნინიაშვილიც არის შეყვანილი.
იმის მიუხედავად, რომ ქართველ მორაგბეს სეზონის მეორე ნაწილი ფეხის მოტეხილობის გამო გაუცდა, ის მაინც არის შეყვანილი სეზონის 15 საუკეთესო მოთამაშეთა სიაში.
რას წერს ACTU ნინიაშვილზე:
ის 2021-22 წლების სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო, დღეს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბია. ამ სეზონში, მან სულ რაღაც 12 შეხვედრა ჩაატარა 7 ლელოს ავტორი გახდა. მარცხენა ფეხზე ტერფის ტრავმამდე, დავით ნინიაშვილმა დაცვაში და შეტევაში ბრწყინვალე თამაშით, სიმბოლურ გუნდში შეძლო თავის დამკვიდრება. ქართველ მორაგბეს ნამდვილად დიდი მომავალი აქვს. ის მხოლოდ 20 წლისაა და კიდევ რამდენიმე სეზონის განმავლობაში იქნება „ლიონში“ პიკში.
დავით ნინიაშვილის გარდა, ტოპ 14-ის სიმბოლურ გუნდში „ტულონის“ პირველხაზელი, ბექა გიგაშვილიც მოხვდა:
„გოლიათი ბექა გიგაშვილი მიწაზე ყოფნის პერიოდში შეუდარებელი და უძლეველია. იგი ფეთქებადი ტატუებითა და დიდი ფიზიკური ძალით გამოირჩევა. ქართველი პირველხაზელი შთამბეჭდავია შერკინების დროს, ასევე კარგია ბურთის ტარებისას და ხაზზე თამაშიც უყვარს, სადაც კონტაქტებს არ ერიდება. ამ სეზონში ის 5 ლელოს ავტორია, ხაზების გარშემო თავისი ფიზიკური ძალით კარგად სარგებლობს და ლელოს ჩათვლაში ხშირად ხვდება“.
ცნობისთვის, ბექა გიგაშვილის გუნდი ტოპ 14-ის რეგულარულ სეზონში 61 ქულით მე-7 ადგილზე გავიდა და საპლეიოფო ზონაში ვერ მოხვდა, დავით ნინიაშვილის „ლიონი“ კი პლეიოფის ნახევარფინალში გასასვლელად 4 ივნისს, „ბორდო-ბელესთან“ იბრძოლებს, თუმცა ქართველი მორაგბე თავის გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.