კარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი
Aa
Aa

ბენზემას შემდეგ მოდრიჩი - რეალი კიდევ ერთ ლეგენდას ემშვიდობება?

ესპანურ პრესაში აქტიურად საუბრობენ, რომ სეზონის ბოლოს მადრიდის „რეალის“ ფრანგი ფორვარდი, კარიმ ბენზემა „სამეფო კლუბს“ დატოვებს და საუდის არაბეთის გუნდ „ალ-იტიჰადს“ შეუერთდება. დღეს კი ცნობილმა ესპანურმა სააგენტო OK Diario-მ დაწერა, რომ ბენზემას შესაძლოა „რეალის“ კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, ლუკა მოდრიჩიც შეუერთდეს.

სააგენტოს მტკიცებით, 37 წლის ხორვატ ფეხბურთელს საუდის არაბეთის ერთ-ერთი გუნდი 3-წლიან კონტრაქტს და სეზონში 120 მილიონი ევროს გადახდას სთავაზობს. გავრცელებული ინფორმაციით, მოდრიჩი ამ შეთავაზებით დაინტერესებულია და მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებს უკვე განუცხადა წასვლის სურვილის შესახებ.

ცნობისთვის, ლუკა მოდრიჩს „რეალთან“ კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება. მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხარეები ხელშეკრულებას კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებენ, თუმცა, კლუბის ხელმძღვანელები სურვილის შემთხვევაში ფეხბურთელს წასვლის უფლებას მისცემდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოდრიჩი მადრიდის „რეალში“ 2012 წლიდან თამაშობს და კლუბთან ერთად ხუთჯერ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება, სამჯერ კი ესპანეთის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაცია მესი და გიჟური გეგმა - ცხელი ივნისის მოლოდინში
ოპერაცია მესი და გიჟური გეგმა - ცხელი ივნისის მოლოდინში