ხოსე ლუის მენდილიბარი
Aa
Aa

მენდილიბარი: როგორც ჩანს, მოვიგეთ... არ ვიცი, დავიჯერო თუ არა

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა ევროპა ლიგის ფინალში „რომას“ დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

ესპანელი სპეციალისტი ემოციებისგან ცოტა შოკში იყო და პრესასთან საუბარი ხუმრობით დაიწყო.

„ჩვენ მივიღეთ თასი, მედალი... როგორც ჩანს, მოვიგეთ...არ ვიცი, დავიჯერო თუ არა ეს. დასვენების დღეებში ვიფიქრებ რა გავაკეთო.

მატჩი ცუდად დავიწყეთ, ჯვარედინ გადაცემებს ვერ ვასრულებდით, მეტოქე თავს კომფორტულად გრძნობდა. ჩვენს საჯარიმოსთან ახლოს მოსვლას ახერხებდნენ. მეორე ტაიმში კი მეტად აგრესიულები ვიყავით, მოედანს უფრო მეტად ვფარავდით.

დამატებითი დრო რთული იყო. იქ თითქმის არაფერმა იმუშავა. იყო ტრავმა, ცვლილება. საბოლოოდ ჩვენ ტიტულის მოგება დავიმსახურეთ.

რაც შეეხება პენალტების სერიას, ვიცოდით თუ ვინ აპირებდა დარტყმას. მათ იცოდნენ რაც უნდოდათ და ეს კარგად გამოვიდა. მათ თავად მოილაპარაკეს და დარტყმების შესრულებისას რიგი შეცვალეს, თავიდან სიაში მონტიელი მე-5 იყო.

ჩემი მომავალი? ვნახოთ რა მოხდება, ახლა ამ მომენტით უნდა დავტკბეთ. სევილიაში წინ სიამოვნება გველის, შემდეგ კი რაღაცებზე ვისაუბრებთ. აქაურობა ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა კონტროლი დროულად აიღეს. მათ შორის ძალიან კარგი კავშირია“.

- განაცხადა მენდილიბარმა.

შეგახსენებთ, რომ „სევილიამ“ ევროპა ლიგა (უეფას თასი) ისტორიაში მეშვიდედ მოიგო. მათ ამ ტურნირზე ფინალი არასდროს წაუგიათ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ლა ლიგამ მწვანე შუქი აუნთო - მესი ბარსელონაში ბრუნდება
ლა ლიგამ მწვანე შუქი აუნთო - მესი ბარსელონაში ბრუნდება