სევილია, რომა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

“მსაჯი ესპანელს ჰგავდა“ - მოურინიო ფინალის წაგების შემდეგ

ევროპის ლიგის ფინალი „სევილიამ“ მოიგო. ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერია ესპანელთა გამარჯვებით 4:1 დასრულდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოურინიო:

„მე ვთქვი, რომ აქედან ან თასით ხელში წავალთ ან მკვდრები. დიახ, ჩვენ ემოციურად, ფიზიკურად და გონებრივად მკვდრები ვართ. ამ წაგებას ბევრი კითხვის ნიშანი აქვს. ეს არის უსამართლობა. საბოლოო ჯამში ამაყები ვართ. ყოველთვის ვამბობ, რომ შეიძლება წააგო მატჩი, მაგრამ არ უნდა დაკარგო პროფესიონალიზმი და ღირსება.

5 ევროპული ფინალი მოვიგე და ეს წავაგე, მაგრამ ახლა სახლში უფრო ამაყი ვბრუნდები, ვიდრე ოდესმე. წაგებაზე ყველა სხვადასხვანაირად რეაგირებს. ზოგი ტირის, ზოგი არა, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ყველა ძალიან მოწყენილები ვართ. უსამართლობის განცდა გვაქვს და ეს მკლავს.

ეს იყო დაძაბული, მამაკაცური და ენერგიული თამაში მსაჯთან, რომელიც ესპანელს ჰგავდა. ყველა ეპიზოდი ყვითელი ბარათით დაასრულა. უსამართლობა კიდევ ის იყო, რომ ლამელას მეორე ყვითელი უნდა მიეღო. ამის ნაცვლად მან პენალტი შეასრულა. მე სერიოზული ადამიანი ვარ და სპეკულაციებს არ ავყვები. ხელმძღვანელობას განვუცხადე, რომ თუ შემოთავაზება სხვა კლუბიდან მექნება პირველები ისინი გაიგებენ. არსად წასვლას არ ვაპირებ.“

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესისთვის - ბარსამ რაფინიას აგენტებს აცნობა, რომ გაყიდვას უპირებენ
მესისთვის - ბარსამ რაფინიას აგენტებს აცნობა, რომ გაყიდვას უპირებენ