რაფინია
Aa
Aa

მესისთვის - ბარსამ რაფინიას აგენტებს აცნობა, რომ გაყიდვას უპირებენ

ბოლო დღეებში მესის ტრანსფერის თემა ევროპულ პრესაში მთავარი მოვლენაა და უახლოესი 10 დღეც ასე იქნება.

დღეს ესპანურმა Sport-მა დაწერა, რომ „ბარსელონა“ მზადაა მესის დასაბრუნებლად რაფინიას შეელიოს, რაც კლუბს დამატებით სოლიდურ შემოსავალს მისცემს.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტს უკვე აცნობეს.

დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი ევრო და სავარაუდოდ ეს 50 მილიონზე მეტი იქნება, კატალონიელებს შემოსავალთან ერთად სახელფასო ბიუჯეტსაც შეუმცირებს, რაც ლა ლიგას დააკმაყოფილებს და მესისთვის ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლად საკმარისი იქნება.

საამისოდ „ბარსელონას“ 1 კვირა ექნება, რაც არც ისე ბევრი დროა, რადგან მესის თავისი მომავლის გარკვევა უახლოეს 10 დღეში სურს.

შეგახსენებთ, რომ მესისთვის პრიორიტეტი მის მშობლიურ კლუბში დაბრუნებაა. საამისოდ „ბარსას“ წარმომადგენლები ლა ლიგას უკვე შეხვდნენ და შეხვედრამ პოზიტიურადაც ჩაიარა. უახლოეს 48 საათში კლუბმა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი - ქარსელაძე საქართველოს U19-ში გამოიძახეს
კარგი ამბავი - ქარსელაძე საქართველოს U19-ში გამოიძახეს