კარგი ამბავი - ქარსელაძე საქართველოს U19-ში გამოიძახეს
„რიუ ავეს“ 18 წლის ტალანტი გიორგი ქარსელაძე, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში ქართულ სპორტულ პრესაში აქტიურად იწერებოდა, ცოტა ხნის წინ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
„რიუ ავეს პირველ გუნდში დებიუტის შემდეგ, გიორგი ქარსელაძე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. წარმატებები გიორგის“.
- წერს „რიუ ავეს“ ოფიციალური გვერდი.
???????????????? ???????? ????????????????????
— Rio Ave FC (@RioAve_FC) May 31, 2023
Depois da estreia na equipa principal do Rio Ave FC, Jorge Karseladze vê agora o seu nome entre os convocados para a seleção de Sub-19 da Geórgia ????
Parabéns @karse_02 ! ????#umafamíliaumaidentidade #RAFC #rioavefc pic.twitter.com/G3uPDPbvQj
რამდენიმე დღის წინ, „რიუ ავემ“ ქარსელაძეს პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გაუფორმა. ამპლუით მარჯვენა მცველი პორტუგალიურ კლუბში 2027 წლის ივნისამდე ითამაშებს.
Per my source, Giorgi Karseladze has signed his first professional contract with the football club Rio Ave until June 30, 2027. https://t.co/axTxMwliK1
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) May 25, 2023
„რიუ ავეში“ ქარსელაძეზე დიდ იმედს ამყარებენ. გასული წლიდან მოყოლებული პერიოდულად პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, რასაც პირველ გუნდში დაწინაურება და ოფიციალური დებიუტი მოჰყვა. „რიუ ავეს“ მთავარი მწვრთნელი ლუიშ ფრეირე შემდეგი სეზონისთვის ქართველს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს.
„შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ოჯახში ქართულად საუბარი პრიორიტეტს წარმოადგენდა. მშობლები პორტუგალიურად არასდროს მესაუბრებოდნენ. ქართულად წერა-კითხვა ჩემმა დამ მასწავლა. საქართველო ჩემი პირველი სამშობლოა. მშობლების დამსახურებაა, რომ ყოველთვის ცდილობდნენ არ დამეკარგა ქართული ფასეულობები. საქართველოში ბოლოს 7 წლის წინ ვიყავი. სამწუხაროდ, მას შემდეგ შესაძლებლობა აღარ მქონია, მიზეზი გამუდმებული ვარჯიშებია.
საქართველოში ყოფნისას ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმის გაცნობიერებამ დატოვა, რომ დიდი ოჯახი და სანათესავო წრე დამხვდა, მაშინვე საკუთარ სახლში ვიგრძენი თავი. რადგანაც პორტუგალიაში დავიბადე და გავიზარდე, თავი ემიგრანტად არასდროს მიგრძნია. ბავშვობის წლებთან მიმართებაში ცხოვრებისეული სირთულეები არ მახსენდება.
თუ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში მიმიწვევენ, ეს ჩემთვის სასიამოვნო იქნება, საქართველოსთვის თამაშის სურვილი ნამდვილად მაქვს“.
- ამბობს ქარსელაძე Crystalsport-თან საუბრისას.