რეალი 1 თვეა შიშობდა, რომ ბენზემა წასვლას აპირებდა - მადრიდში კეინს უმიზნებენ
ესპანური Cadena SER-ის ინფორმაციით, „რეალი“ დაახლოებით 1 თვეა შიშობს, რომ ბენზემა სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.
მადრიდელები თავიანთი ლიდერის შესაძლო წასვლისთვის თადარიგს იჭერენ და მისი შემცვლელის ძიებაში არიან. წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბს“ ჰარი კეინი ბენზემას ღირსეულ შემცვლელად მიაჩნიათ, რომლის სანაცვლოდაც თანხასთან ერთად გარიგებაში შესაძლოა ფერლან მენდიც ჩართონ.
კეინის შეძენა მადრიდელთა გარდა „მანჩესტერ იუნაიტედს“, პსჟ-ს და მიუნხენის „ბაიერნს“ სურს. როგორც CBS Sport-ი წერს, ინგლისელ ფორვარდს პრემიერ ლიგის დატოვების სურვილი არ აქვს. მას კლუბის შეცვლა სურს, თუმცა ალან შირერის რეკორდის (ყველა დროის ბომბარდირი) მოხსნა სურს.
მიუხედავად კეინის სურვილისა, მისი „რეალში“ ტრანსფერი გამორიცხული ნამდვილად არ არის.
„ხოსელუ მარიანო დიასის ადგილს დაიკავებს, მაგრამ ახლა შეტევაში მთელი სიტუაცია მთლიანად ფრანგზეა დამოკიდებული. თუ ის წავა, მადრიდის რეალი კეინის შეძენას შეეცდება. ოფიციალური მოლაპარაკებები ტოტენჰემთან ჯერ არ მიმდინარეობს, მაგრამ ისინი კეინს სულ უფრო უახლოვდებიან. ტრანსფერი 100 მილიონ ევროდ არის შეფასებული და რეალი ამას ერთ პრობლემად ხედავს: კეინის შესაძლო ტრანსფერი მომავალში ჰალანდის ტრანსფერს გამორიცხავს. ბენზემას წასვლამ შესაძლოა მომავალი ზაფხულისთვის კლუბის გეგმები შეცვალოს, რომელიც ჰოლანდს უკავშირდებოდა“.
- წერს Cadena SER-ი.
ამ სეზონში კეინმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 49 მატჩში 32 გოლი გაიტანა.
ბოლოს გეტყვით, რომ DAZN-ის ცნობით, ბენზემა დღეს კლუბის ბაზაზე 3 საათით ადრე გამოცხადდა და ფლორენტინო პერესს შეხვდა. მათი საუბარი ამ დრომდე გრძელდება. წყარო წერს, რომ ბენზემა გუნდს „ბილბაოსთან“ მატჩში დაემშვიდობება. მისი კარიერა შესაძლოა საუდის არაბეთში გაგრძელდეს.