ინტერ მაიამი, დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

ოპერაცია მესი და გიჟური გეგმა - ცხელი ივნისის მოლოდინში

ლეო მესის ირგვლივ მოვლენები გადამწყვეტ ფაზაში შედის. მოსალოდნელია, რომ ივნისის პირველ კვირაში არგენტინელის ახალი კლუბის სახელი ცნობილი გახდება.

ბუნებრივია, ყველა „ბარსელონას“ ვარიანტს განიხილავს, რომლის სათადარიგო გეგმა B საუდის არაბეთიდან არსებული ზღაპრული წინადადებაა, რასაც მესი მხოლოდ მას შემდეგ განიხილავს, თუ მისმა მშობლიურმა კლუბმა საქმეს თავი ვერ მოაბა.

ესპანური Mundo Deportivo წერს, რომ ლა ლიგა „ბარსელონას“ ფინანსურ გეგმას უახლოეს 1 კვირაში განიხილავს და საბოლოო პასუხსაც იტყვის. გუშინ მადრიდში, „ბლაუგრანას“ ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელებისა და ლიგის წარმომადგენელთა შეხვედრა სწორედ ამ თემაზე გაიმართა.

კატალონიელები ლა ლიგის თანხმობის გარეშე ხელებშეკრულნი არიან და სატრანსფერო ბაზარზე ჯერ არ იციან, რისი საშუალება აქვთ და რა უნდა გააკეთონ. სწორედ ამიტომ არის ზემოხსნებული 1 კვირა მესის ტრანსფერთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი.

30 მაისს საღამოს გამართული შეხვედრა „ბარსელონას" წარმომადგენლებმა სასიამოვნო განცდით დატოვეს. ლა ლიგა „ბარსას“ ეკონომიკურ გეგმაზე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე მიიღებს.

ამ თანხმობით, „ბარსა“ აპირებს გააფორმოს ახალი კონტრაქტები რონალდ არაუხოსთან და გავისთან, ასევე დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ლეო მესის დაბრუნებაზე.

დღეს ლეოს ტრანსფერის თაობაზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ფრანგულმა L’Équipe-მა, რომლის თანახმადაც „ბარსელონა“ არგენტინელის ტრანსფერზე დევიდ ბექჰემის გუნდის „ინტერ მაიამისთან“ ერთად მუშაობს.

წყაროს ცნობით, მესის ოჯახის საუდის არაბეთში საცხოვრებლად გადაყვანა არ სურს. ფრანგული გამოცემა წერს, რომ „ბარსა“ და „ინტერ მაიამი“ ლეოს ტრანსფერზე ერთდროულად მუშაობენ, რათა ლა ლიგის ფინანსური დაბრკოლებები გადალახონ.

გეგმა ასეთია: მესი „ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტს გააფორმებს და შემდეგ, იჯარის წესით „ბარსელონაში“ გადავა. თუ რამხელა ვადით, ეს ჯერ უცნობია. სახელდება 6 თვე, ასევე 1 წელი. „ლა პულგას“ 2024 წლის კოპა ამერიკისთვის ფორმაში ყოფნა სურს და ამიტომ ევროპის დატოვების სურვილი ჯერ არ აქვს.

ეს ვარიანტი შარშან უკვე განიხილებოდა, მაგრამ შემდეგ მხარეებმა მიატოვეს. ახლა ის ყველაზე საიმედო გადაწყვეტად გამოიყურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გერმანული კლუბებიც აქტიურობენ | მიქაუტაძის მსურველთა სია გაიზარდა
გერმანული კლუბებიც აქტიურობენ | მიქაუტაძის მსურველთა სია გაიზარდა