ბარსელონა, ჩავი ერნანდესი, პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

ჩავი: “როგორც მწვრთნელს, გუარდიოლას ფიგურა მამძიმებს“

მას შემდეგ, რაც ჩავი ერნანდესი „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი გახდა, არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ის პეპ გუარდიოლას ჰბაძავს. ამასთან დაკავშირებით, ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

ჩავი:

„როგორც მწვრთნელს, გუარდიოლას ფიგურა მამძიმებს. მასთან ჩემი შედარება ვფიქრობ, რომ სამართლიანი არ არის. ამან მუდმივი სახე მიიღო და სასიამოვნო ნამდვილად არ გახლავთ. დაახლოებით ასეთი რამ ხდებოდა, როცა ფეხბურთელი ვიყავი. ბევრ სხვა მოთამაშეს მადარებდნენ.

რაც შეეხება ჩემს კონტრაქტს, არანაირი პრობლემა არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, კლუბი ყველანაირად ექცევა ხელშეკრულების გახანგრძლივებას. მუშაობას ვაგრძელებ და იმედი მაქვს, რომ „ბარსელონაში“ კიდევ მრავალი წელი დავრჩები.“

შეგახსენებთ, რომ ჩავი „ბლაუგრანას“ გასულ სეზონში ჩაუდგა სათავეში და უკვე ორი ტიტული მოიგო. პირველად ერნანდესმა „ბარსელონას“ ესპანეთის სუპერ თასი მოაგებინა, ხოლო მეორე ტიტული ლა ლიგა გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სერხიო რიკოს მდგომარეობა | უახლესი ცნობები პარი სენ-ჟერმენის მეკარეზე
სერხიო რიკოს მდგომარეობა | უახლესი ცნობები პარი სენ-ჟერმენის მეკარეზე