ფანები დასამშვიდობებლად ემზადებიან - ბენზემასთვის ატლეტიკთან მატჩი ბოლო იქნება?
კვირას, 4 ივნისს ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ბოლო მატჩი გაიმართება, რომელშიც მადრიდის „რეალი“ საკუთარ მოედანზე ბილბაოს „ატლეტიკს“ უმასპინძლებს.
აღნიშნული შეხვედრა, „სამეფო კლუბის“ ლეგენდარული შემტევისთვის, კარიმ ბენზემასთვის „რეალის“ შემადგენლობაში შესაძლოა უკანასკნელი იყოს. 36 წლის ფორვარდს რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთის ჩემპიონატის გუნდმა ალ-იტიჰადმა 100-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზა და დიდი ალბათობით, ბენზემა ამ წინადადებას დათანხმდება.
ესპანური მედია წერს, რომ მადრიდული კლუბის გულშემატკივრებმა იციან, რომ ბენზემასთვის „ატლეტიკთან“ მატჩი მათი საყვარელი გუნდის მაისურით შესაძლოა ბოლო იყოს და უკვე ემზადებიან მასთან გამოსამშვიდობებლად და სპეციალურ პერფომანსს მოაწყობენ.
ცნობისთვის, მადრიდის „რეალი“ ვეტერან ფრანგ ფეხბურთელს კიდევ 1-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მას წასვლაში ხელს არ შეუშლიან.
შეგახსენებთ, რომ „ალ-იტიჰადის“ დაინტერესების შესახებ ინფორმაცია გუშინ, ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, რომლის მიხედვითაც არაბული კლუბი ბენზემას 3-წლიან კონტრაქტს და ყოველწლიურად 100 მილიონი ევროს სახით ანაზღაურებას სთავაზობს. დღეს კი რომანომ დაწერა, რომ ყველაფერი უახლოეს 24 საათში გადაწყდება.
Al Ittihad expect Karim Benzema's final answer very soon. The official proposal is understood to be close to €100m per season plus benefits. ????⚪️????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 31, 2023
Real Madrid are waiting for Karim to make his decision soon, as he told Florentino Pérez about the bid in the last 24h. pic.twitter.com/fKijxIj2bN