გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გერმანული კლუბებიც აქტიურობენ | მიქაუტაძის მსურველთა სია გაიზარდა

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება, საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა. მცირე შანსია, „მეცმა“ მისი შენარჩუნება მოახერხოს და გიორგის მსურველთა სია ეტაპობრივად იზრდება.

ცნობილმა ჟურნალისტმა, მოჰამედ ტუბაშ-ტერმა მიქაუტაძის მომავალზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ იგი გერმანული კლუბების რადარზე იმყოფება. ტუბაშ-ტერს კონკრეტული კლუბი არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ბუნდესლიგის წარმომადგენლები ძალიან აქტიურობენ.

ფრანგი ჟურნალისტი ლიგა 1-ზეც საუბრობს. იგი აცხადებს, რომ ფრანგული კლუბები მშვიდად არიან და მათი მხრიდან აქტიურობა ჯერჯერობით არ შეინიშნება. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, ტუბაშ-ტერმა დაწერა, რომ „მეცი“ მიქაუტაძის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს, გიორგი „ბარნლის“, „მილანს“ „ტრაბზონსპორსა“ და „ლაციოს“ დაუკავშირეს. „კლარეტების“ თავკაცს, ვენსან კომპანის მისი საფეხბურთო პროფილი ძალიან მოსწონს, „როსონერის“ წარმომადგენლებმა კი „მეცს“ მიმართეს და მის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი | მას ყველა ფეხბურთელი მიიღებს
სპალეტის გამოსამშვიდობებელი საჩუქარი | მას ყველა ფეხბურთელი მიიღებს