ხვიჩა კვარაცხელია, ლაუტარო მარტინესი, ვიქტორ ოსიმენი, ჯოვანი დი ლორენცო, რაფაელ ლეაუ, კიმ მინ-ჯე, სტანისლავ ლობოტკა, ნიკოლო ბარელა, ლუკას მარტინეს კუარტა, კარლოს აუგუსტო, ივან პროვედელი
Aa
Aa

„ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა“ - კვარა ESPN-ის სიმბოლურ ნაკრებში

ცნობილმა გამოცემამ, ESPN-მა ბუნდესლიგის, სერია A-სა და ლიგა 1-ის 2022/23 წლების სეზონები შეაჯამა და სიმბოლური ნაკრებები შეადგინა. ESPN-მა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო თერთმეტეულში „ნაპოლის“ 5 ფეხბურთელი შეიყვანა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

„სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში ნაპოლის 5 ფეხბურთელია და ეს გასაკვირი არაა. საუკეთესო თერთმეტეულში დი ლორენცო, კიმი, ლობოტკა, კვარაცხელია და ოსიმენი მოხვდნენ, მერეტსა და ზამბო ანგისას კი არ გაუმართლათ.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელია არა მხოლოდ იტალიური, არამედ ევროპული ფეხბურთის აღმოჩენაა. მის ანგარიშზე 12 გოლი, 10 საგოლე გადაცემა და მილიონი დრიბლინგია (დაახლოებით). ხვიჩა ბრწყინვალედ გამოიყურება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც ნაპოლის სკუდეტო განაპირობა“, - წერს ESPN-ი.

როგორ გამოიყურება სერია A-ს სიმბოლური ნაკრები ESPN-ის მიხედვით

მეკარე: ივან პროვედელი (ლაციო)

მცველები: ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), კიმ მინ-ჯე (ნაპოლი), ლუკას მარტინეს კუარტა (ფიორენტინა), კარლოს აუგუსტო (მონცა).

ნახევარმცველები: რაფაელ ლეაუ (მილანი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი).

მთავარი მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი (ნაპოლი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი კარიერა აქვს, მაგრამ მაინც არავის აინტერესებს“ - ომალი მერაბზე და ქურთუკზე
„კარგი კარიერა აქვს, მაგრამ მაინც არავის აინტერესებს“ - ომალი მერაბზე და ქურთუკზე