მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„კარგი კარიერა აქვს, მაგრამ მაინც არავის აინტერესებს“ - ომალი მერაბზე და ქურთუკზე

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „შუგას“ თქმით, „მანქანა“ არავის აინტერესებს და ერთადერთი გზა, რომლითაც მერაბი ყურადღებას იქცევს, ომალის ქურთუკია.

„მერაბს კარგი ბიჭები დაუმარცხებია და კარგი კარიერა აქვს, მაგრამ მაინც არავის აინტერესებს. ჩემი ქურთუკი რომ მივეცი, რათა ცოტა ხნით დაეჭირა, ყველაზე ამაღელვებელი რამ იყო, რაც მის ცხოვრებაში მომხდარა. ჩემს ქურთუკთან ერთად დარბოდა, შემდეგ კი მისი ზუსტი ასლი შეიძინა, რომელიც ხშირად აცვია და ცდილობს, მასთან ერთად, რაც შეიძლება, მეტი ინტერვიუ ჩაწეროს.

დვალიშვილი ალბათ ფიქრობს: „ღმერთო ჩემო, აი, თურმე რა შეგრძნებაა, როცა ყველას ვაინტერესებ“. მერაბ, კარგი რა. ქურთუკის ამბავი 3 კვირის წინ მოხდა. გაიხადე! თან ორიგინალიც არ გაცვია და რაღაც ყალბი იყიდე“.

შეგახსენებთ, რომ UFC 288-ზე, ალჯამეინ სტერლინგმა ჰენრი სეხუდო მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, ომალი ოქტაგონზე შევიდა, რათა ჩემპიონი გამოეწვია. სტერლინგის გვერდით „მანქანა“ იდგა, რომელმაც ომალის ქურთუკი მოჰპარა და მაყურებელი გაახალისა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Athletic-მა ხვიჩა სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა
The Athletic-მა ხვიჩა სერია ა-ს სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა