ბარსელონა, ჟიულ კუნდე
Aa
Aa

“ბარსელონაში ვრჩები“ - კუნდემ ჭორებს წერტილი დაუსვა

რამდენიმე დღის წინ, გამოცემა RELOVO-მ დაწერა, რომ ჟიულ კუნდეს „ბარსელონას“ დატოვება უნდოდა. ამის მიზეზად კი სათამაშო პოზიცია დასახელდა. ჩავი ერნანდესი მას ძირითადად მარჯვენა ფლანგზე ათამაშებს, ხოლო თავად ფეხბურთელი კომფორტულად თავს ცენტრალურ დაცვაში გრძნობს.

როგორც აღმოჩნდა, ეს ინფორმაცია აბსოლუტური სიცრუე იყო. დღეს, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

„ჩემი მომავალი? რა თქმა უნდა, „ბარსელონაში“ ვრჩები.“

- ციტირებს რომანო ფრანგი ფეხბურთელის სიტყვებს. ასევე, ჩავი ერნანდესმაც უკანასკნელ ინტერვიუში დაადასტურა, რომ კუნდე კატალონიურ გრანდში რჩება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი უკანახაზელი „ბლაუგრანას“ გასული წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. დღემდე კუნდემ ბარსას მაისური ყველა ტურნირზე ერთად 39-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მენდილიბარი: “მოურინიო მართალია, ფინალს ისტორია არ თამაშობს“
მენდილიბარი: “მოურინიო მართალია, ფინალს ისტორია არ თამაშობს“