“თმებით დამიჭირა და მუხლებზე დამაყენა“ - მსხვერპლის ახალი ჩვენება
როგორც მოგეხსენებათ, დანი ალვეში კვლავ პატიმრობაში რჩება. მას ბრალად გასული წლის 31 დეკემბერს ქალის გაუპატიურება ედება ბრალად. ესპანური MARCA იტყობინება, რომ მსხვერპლმა კიდევ ერთი ჩვენება მისცა.
ჩვენებაში წერია:
„მომიახლოვდა და მკითხა: იცი ვინ ვარ? მე ცნობილი ფეხბურთელი ვარ. მახსოვს, რომ ხელი მომკიდა და სხეულის ქვედა ნაწილზე დამადო. მითხრა, რომ იქაურობა დაგვეტოვებინა, მაგრამ უარი განვუცხადე. ძალიან შემეშინდა. დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რისი გაკეთება შეეძლო. შემეშინდა, რომ სასმელში რამეს ჩამიყრიდა და ჩემს მეგობარს რამეს დაუშავებდა.
გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მივიღე. სამწუხაროდ მას გავყევი, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა სად მივდიოდით. მან კლუბში არსებული ერთ-ერთი კარი გამოაღო. შევედით და იქ ძალიან პატარა სივრცე დამხვდა. იყო ერთი ნიჟარა, რომელშიც ხელების დაბანა იყო შესაძლებელი. კაბა ამიწია და მიმიზიდა.
ვეუბნებოდი, რომ ეს ყველაფერი არ შემეძლო და წასვლა მინდოდა. უცებ ძირს დამაწვინა და ლამის გონება დავკარგე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა და როგორ დამეცვა თავი. თმებით დამიჭირა და მის წინ მუხლებზე დამაყენა. იმ მომენტში მისი სვირინგი დავინახე. ეს კადრები დღემდე ჩემს გონებაშია და თვალებიდან არ ამომდის.“
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბრაზილიელი ყოფილი ფეხბურთელი წინასწარ პატიმრობაშია და სასამართლო მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ალვეშს ციხეში ჯდომა მრავალი წლის განმავლობაში მოუწევს.