ნაპოლი, ბოლონია, აურელიო დე ლაურენტისი, ტიაგო მოტა, სერჟიო კონსეისაუ, პორტუ
Aa
Aa

კონსეისაუ და მოტა - დე ლაურენტისის ახალი ვარიანტები

ბოლო პერიოდში „ნაპოლის“ მომავალი მთავარი მწვრთნელის საკითხი საკმაოდ აქტუალურია. დღევანდელ დღემდე, „პარტენოპეის“ ლუის ენრიკეს უკავშირებდნენ, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისმა ყველაფერი უარყო. ესპანელ სპეციალისტს მუშაობა მხოლოდ პრემიერ ლიგაში სურს.

იტალიელი ცნობილი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა სერჟიო კონესისაუს შეთავაზება გაუკეთა. საუბარი 6 მილიონ ევროზე და 3-წლიან ხელშეკრულებაზეა. პორტუგალიელი მწვრთნელი ახლა „პორტუს“ ხელმძღვანელობს და თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს.

დი მარციო ტიაგო მოტაზეც წერს, რომელსაც არც, თუ დიდი გამოცდილება აქვს. „ინტერის“ ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად „ბოლონიას“ ხელმძღვანელობს. ჯერჯერობით უცნობია ორივე მწვრთნელის პასუხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Tuttofrosinone კვერნაძეზე წერს | „არაპროგნოზირებადია, ბრწყინვალე დარტყმა აქვს“
Tuttofrosinone კვერნაძეზე წერს | „არაპროგნოზირებადია, ბრწყინვალე დარტყმა აქვს“