ჟოაუ ფელიქსი
Aa
Aa

პოჩეტინოს გადაწყვეტილება | ჩელსი ფელიქსს ატლეტიკოში აბრუნებს

ლონდონის „ჩელსი“ ჟოაუ ფელიქსის კონტრაქტის გამოსყიდვას არ აპირებს. პორტუგალიელი ფეხბურთელი „სტემფორდ ბრიჯზე“ იჯარის წესით თამაშობს, „ატლეტიკოს“ საკუთრებაა და „არისტოკრატების“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ გადაწყვიტა, რომ ფელიქსი მისი სამომავლო გეგმების ნაწილი არაა.

„24 საათიც არაა გასული მას შემდეგ, რაც ჩელსიმ შეგვატყობინა, რომ კლუბი და პოჩეტინო ფელიქსის დატოვებას არ აპირებენ. ის მადრიდში დაბრუნდება და ვნახოთ, რა მოხდება. ამ ეტაპზე, მისთვის რაიმე გეგმა არ გვაქვს შემუშავებული“, - განაცხადა „ატლეტიკოს“ პრეზიდენტმა, ენრიკე სერესომ.

შეგახსენებთ, რომ ფელიქსი „არისტოკრატებში“ 2023 წლის იანვარში გადავიდა და გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. სადებიუტო შეხვედრაში, მან წითელი ბარათი მიიღო, რომლის გამოც, 3 მატჩის გამოტოვება მოუწია. ფელიქსს „ჩელსის“ მაისურით 20 შეხვედრა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 4 გოლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუის ენრიკე და ნაპოლი | დე ლაურენტისის შეთავაზება და ესპანელის პოზიცია
ლუის ენრიკე და ნაპოლი | დე ლაურენტისის შეთავაზება და ესპანელის პოზიცია