მიქაუტაძეზე და ბარნლიზე ისევ დაიწერა | კომპანის მისი თამაში მოსწონს
საშა ტავოლიერი ცნობილი და ავტორიტეტული ბელგიელი ჟურნალისტია, რომელმაც „ბარნლის“ სატრანსფერო გეგმებზე დაწერა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ისაა, რომ ტავოლიერიმ „კლარეტებს“ გიორგი მიქაუტაძე კიდევ ერთხელ დაუკავშირა.
ბელგიელი ჟურნალისტის მიხედვით, „ბარნლის“ მთავარ მწვრთნელს, ვენსან კომპანის მიქაუტაძე ძალიან მოსწონს და არის შანსი, კლუბმა მისი ტრანსფერის გაჩარხვა სცადოს. ბარნლიში“ თვლიან, რომ გუნდს სწორედ მისნაირი პროფილის თავდამსხმელი სჭირდება.
#UPDATE
— Sacha Tavolieri (@sachatavolieri) May 29, 2023
Vincent #Kompany still loves Georges #Mikautadze and could try again this summer! The (named as) best player of the year in #Ligue2 has been targeted, defined as the type of striker needed for as a profile. #BurnleyFC also took information for Gift #Orban from #KAAGent. https://t.co/tLff3iaW6G pic.twitter.com/fpyUxML811
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძის შესახებ გუშინაც დაიწერა და სატრანსფერო ექსპერტის, ეკრემ კონურის ინფორმაციით, „ბარნლიმ“ „მეცს“ გახსნითი წინადადებით უკვე მიმართა. კონურის მიხედვით, მიქაუტაძეს პრემიერ ლიგაში გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს და „კლარეტების“ ვარიანტი ძალიან მოსწონს.
„კლარეტებმა“ პრემიერ ლიგაში გადასვლით დიდი მოგება მიიღეს და „მეცის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გაუჭირდებათ, თუმცა იტალიიდან, „მილანის“ სახით, სერიოზული კონკურენტი ჰყავთ. „როსონერიმ“ მიქაუტაძის გუნდს წინადადებით მიმართა და დაახლოებით 10 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადა. კლუბის ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი ქართველ თავდამსხმელს რამდენჯერმე გაესაუბრა და „მეცის“ ლიგა 1-ში აღზევების შემთხვევაში, იტალიელები მზად არიან, ტრანსფერის შემდეგ, გიორგი საფრანგეთში იჯარის წესით დატოვონ.