ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო ტრანსფერები - ხვიჩა სიის სათავეშია!

ევროპის წამყვან ჩემპიონატებში 2022/23 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება და გავლენიანი სპორტული სააგენტოები გასულ სეზონს აფასებენ.

გავლენიანი სააგენტო Goal.com-ი სეზონის საუკეთესო ტრანსფერების შესახებ წერს და 21-კაციან სიას აქვეყნებს. სასიამოვნოა, რომ სიის სათავეში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია იმყოფება, რომელიც „პარტენოპეის“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა და მალევე, ნეაპოლიტანური გუნდის ლიდერად იქცა. ხვიჩა მეორე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს ჩამორჩება.

რას წერს GOAL-ი კვარაზე:

როდესაც ლორენცო ინსინიემ „ნაპოლი“ დატოვა, ეს ნამდვილად დიდი ეპოქის დასასრული ჩანდა. იტალიელი „პარტენოპეის“ კაპიტანი იყო და გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, მისმა „ტორონტოში“ გადასვლამ კი „ნაპოლის“ გულშემატკივრებში მომავლის მიმართ დიდი პესიმიზმის განცდა დატოვა.

ქართველი ფეხბურთელი გუნდში ინსინიეს წასვლისგან გამოწვეული სიცარიელის შესავსებად მოვიდა. ის იყო სრულიად უცნობი ფეხბურთელი, რომელიც ბათუმის „დინამოში“ თამაშობდა. როგორც კი ლუჩანო სპალეტიმ ქართველი განაცხადში შეიყვანა, ის თავიდანვე დიდი სკეპტიციზმით იყო გაჟღენთილი, მაგრამ მან, ეს დინამიკა თვალის დახამხამებაში შეცვალა.

დებიუტიდან, სულ რაღაც 2 თვის შემდეგ, „ნაპოლის“ გულშემატკივრებმა ქართველ გარემარბს „კვარადაონა“ უწოდეს, რითაც კლუბის თილისმას დაუხარა თავი. ის თავის ზედმეტსახელს ზედმიწევნით ამართლებდა. იტალიაში, კვარაცხელიას თამაშმა თავიდანვე გამოიწვია დიდი აღფრთოვანება. მან თავისი უნიკალური თვისებები: დრიბლინგის უნარები და ბოლო მესამედში უეცარი ფეთქებადობა. კვარაცხელიამ 42 თამაშში 39 გოლში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ეს მის ისტორიას მხოლოდ სანახევროდ გვიყვება.

ევროპულ ფეხბურთში ახლა კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი არ არსებობს და არავინაა, რომლის თამაშის ყურებისგან სიამოვნებას მის მსგავსად მოგვანიჭებს. ამ ყველაფერმა კი განაპირობა, რომ ახლა, ევროპის ტოპ კლუბები მის ხელში ჩასაგდებად იბრძვიან, მაგრამ „ნაპოლი“ იმედოვნებს, რომ კვარაცხელიას კიდევ ერთი სეზონით შეინარჩუნებს.

როგორც უკვე გითხარით, რეიტინგის სათავეში „მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი ლიდერი, ერლინგ ჰოლანდია, მეორე პოზიციას ხვიჩა იკავებს, მესამე ადგილზე რობერტ ლევანდოვსკია („ბარსელონა“), მეოთხეზე კაზემირო („მან. იუნაიტედი“), მეხუთეზე კი კიმ მინ-ჯე („ნაპოლი).

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 2022/23 წლების სეზონის დაწყებამდე გადავიდა და კლუბთან ერთად, 33-წლიანი ლოდინის შედეგად ნანატრი „სკუდეტოს“ მოგება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საჭირო დროს, შესაბამისი გამბედაობა გამოვიჩინეთ“ - ჯუნტოლი კვარაზე, საჩემპიონო სეზონსა და მომავალზე
„საჭირო დროს, შესაბამისი გამბედაობა გამოვიჩინეთ“ - ჯუნტოლი კვარაზე, საჩემპიონო სეზონსა და მომავალზე