გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

დაბრუნება გადაიდო | ქუთათელაძე 4 ივნისს გასამართ ჩხუბს ჩაეხსნა

UFC-ის მებრძოლის, გურამ ქუთათელაძის დაბრუნება გადაიდო. „ქართველ ვიკინგს“ 4 ივნისს, ჯეიმი მალარკის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია. ეს ინფორმაცია MMA-ის ცნობილმა ჟურნალისტებმა გაავრცელეს.

მარსელ დორფის მიხედვით, მალარკის მენეჯერებმა განაცხადეს, რომ ჯეიმის ახალი ოპონენტი ჰყავს. ალექს ბეჰუნინმა კი გვაუწყა, რომ ქუთათელაძის ნაცვლად, მალარკისთან მუჰამადჯონ ნაიმოვი იჩხუბებს, რომელიც 28 წლისაა და კარიერაში 10-დან 8 ბრძოლა აქვს მოგებული. ჯერჯერობით უცნობია, გურამს ჩხუბზე უარის თქმა რატომ მოუწია.

MMA-ის ექსპერტები აღიარებენ, რომ „ქართველ ვიკინგს“ დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ გურამს ტრავმების გამო თავის გამოჩენის შანსი არ ეძლევა. ქუთათელაძე უკვე მეოთხე ბრძოლას ჩაეხსნა და უცნობია, ოქტაგონს მიღმა რამდენ ხანს გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძეს MMA-ს ეგიდით ჩატარებულ 15 შეხვედრაში 12 მოგება და 3 მარცხი აქვს. UFC-ში ქართველმა მებრძოლმა ბოლოს 2022 წლის 18 ივნისს იჩხუბა და დამირ ისმაგულოვთან მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა
სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა