ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი - ხვიჩა ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა

ცოტა ხნის წინ, სერია A-ს ოფიციალურმა Twitter-გვერდმა 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლი მოთამაშეების ნომინანტები დაასახელა, რომელშიც იტალიური მედიის შეფასებით - სენსაციურად, ხვიჩა კვარაცხელია შეყვანილი არ არის.

სერია A-ს ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, სამ ნომინანტთა შორის არიან „ემპოლის“ 20 წლის ნახევარმცველი, ტომაზო ბალდანცი, რომელმაც 26 თამაშში 4 გოლი გაიტანა; „იუვენტუსის“ 22 წლის ნახევარმცველი, ნიკოლო ფაჯიოლი, რომლის ანგარიშზეც 26 თამაშში 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა და „ატალანტას“ 19 წლის მცველი, ჯორჯო სკალვინი - 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა 31 შეხვედრაში. სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, 23-წლამდე მოთამაშეებს შორის ვლინდება.

იტალიური გამოცემა CalcioNapoli1926 ვარაუდობს, რომ ნომინანტთა შორის ხვიჩა კვარაცხელიას არდასახელების მიზეზი, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაა. სააგენტო მოიაზრებს, რომ რაფაელ ლეაუსთან და ვიქტორ ოსიმენთან ერთად, ხვიჩა აღნიშნული ტიტულის მოგების მთავარი კანდიდატი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში სერია A-ს ეგიდით 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე
ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე