ზედიზედ მეორედ - ხოჭოლავას კოპენჰაგენი დანიის ჩემპიონია
დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ დანიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 31-ე ტურში „ვიბორგს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 1:2 დაამარცხა.
„კოპენჰაგენის“ კონკურენტმა „ნორდშელანდმა“, რომელიც სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციას იკავებს, დღეს სტუმრად „ბრონდბიუსთან“ გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 დამარცხდა, რის შედეგადაც „კოპენჰაგენმა“ დანიის სუპერლიგის ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაინაღდა.
???????????????????????? ???????????? ????????????????????????#fcklive #sldk pic.twitter.com/RZ0VGb7XZ5
— F.C. København (@FCKobenhavn) May 29, 2023
რაც შეეხება ხოჭოლავას, ქართველი ფეხბურთელი ტრავმირებულია და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ზედიზედ 12 თამაშია არ უთამაშია. ქართველი ფეხბურთელი მინდორზე ბოლოს 2 აპრილს, „ნორდშელანდის“ წინააღმდეგ გამოჩნდა და 45 წუთი ითამაშა.
შეგახსენებთ, რომ დავით ხოჭოლავა „კოპენჰაგენს“ 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბთან ერთად პირველივე სეზონში შეძლო დანიის ჩემპიონატის მოგება. შესაბამისად, წელს ქართველი ფეხბურთელი „კოპენჰაგენთან“ ერთად მეორედ გახდა დანიის სუპერლიგის გამარჯვებული.