ხვიჩა კვარაცხელია, დიეგო მარადონა
Aa
Aa

ახალი სეზონისთვის, ნაპოლის საშინაო ფორმის ესკიზი ცნობილია

იტალიის სერია A-ში 2022/23 წლების სეზონი თითქმის დასრულდა და კვირას, რამდენიმე ტურის წინ გაჩემპიონებული „ნაპოლი“ კუთვნილ ჯილდოს ჩაიბარებს. 4 ივნისს, გათამაშების ბოლო ტურში „პარტენოპეი“ საკუთარ მოედანზე „სამპდორიას“ უმასპინძლებს და შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლუჩანო სპალეტის გუნდს სერია A-ს საჩემპიონო თასი გადაეცემა.

ტურნირის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, იტალიურ მედიაში მომავალი სეზონისთვის „ნაპოლის“ ახალი საშინაო ფორმის ესკიზები გავრცელდა.

ფოტოებს სააგენტო Footyheadlines-ი ავრცელებს და წერს, რომ კლუბს სპონსორი Lete აღარ ეყოლება. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალ ფორმაზე შთაგონების წყარო ნეაპოლურ გუნდში დიეგო მარადონას სადებიუტო სეზონის სათამაშო ფორმები გახდა.

„ის ძირითადად ლურჯ ფერებში იქნება, რომელიც შერწყმული იქნება საყელოსა და მკლავების არეში ღია ლურჯი და თეთრი ზოლებით.

ყველაზე დიდი ცვლილება, რაც 2023/24 წლების სეზონში იქნება, არის მთავარი სპონსორი - Lete. 17 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, Lete-ს და კლუბის თანამშრომლობა სრულდება, მთავარი სპონსორი კი MSC Cruises-ი იქნება, რომლის ლოგოც მაისურის წინა მხარეს ამოიტვიფრება“, - წერს Footyheadlines-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი 33-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა და სასიამოვნოა, რომ ეს „პარტენოპეიმ“ ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად შეძლო. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ახალი სეზონი სერია A-ში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე
ოსიმენის მსგავსად! ცვლილების შემდეგ გაბრაზდა | რას წერს Il Mattino კვარაზე